2010 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2.0 პროცენტით მეტია 2009 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.0 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), გერმანიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), ისრაელიდან (0,2 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
$ 50 მილიონი დილარი საქართველოს ეკონომიკური კრიზისის შედეგების შესარბილებლად
ვაშინგტონი, 2010 წლის 29 ივლისი – დღეს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში (DPO-2). ეს რიგით მეორე ღონისძიებააიმ სამ ღონისძიებათაგან, რომლებიც მიზნად ისახავს ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელებას, რომლებმაც უნდა შეარბილოს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, დააჩქაროს აღდგენის პროცესი და მოამზადოს საქართველო კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის.