|
ასოციაციის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები

პირველი ქართულენოვანი, წიგნი Forex-ის შესახებ
2006 წელს ასოციაციის ძალისხმევით გამოქვეყნდა პირველი, ქართულენოვანი, სახელმძღვანელო მსოფლიო სავალუტო ბაზრის შესახებ, რომლის დასახელებაცაა “Forex ტრეიდერებისთვის”, მისი ავტორი გახლავთ გივი ლომიძე
2006 წლის სექტემბერში ასოციაციამ ჩამოაყალიბა FOREX სასწავლო ცენტრი სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ფინანსური ტრეინინგები,

რადიო გადაცემები
NEWS " - რადიო ‘’ფორტუნა’’ – ყოველდღიური გადაცემა ‘’Business კურიერი’’
რადიო ‘’მწვანე ტალღა’’ – ყოველკვირეული გადაცემა ‘’მე–8 სართული’’
რადიო ‘’ახალი ტალღა’’ – ყოველკვირეული გადაცემა “Business Puls''
რადიო ” სინდიკატი”
ყოველ სამშაბათს 17 : 00 საათზე ყოველკვირეული გადაცემა, ბიზნეს პრეზენტაცია Forex - თან ერთად
საბანკო ინსტიტუტების და საბროკერო კომპანიების დაჯილდოება
პირველად საქართველოში 2007 წლის 1 თებერვალს, საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაციამ, საქართველოში სავალუტო და საფონდო საბირჟო საქმიანობის განვითარების მიზნით დაამკვიდრა აღნიშნულ სფეროში, წლის საუკეთესო ბანკებისა და საბროკერო კომპანიების დაჯილდოება, რომელსაც ყოვლეწლიური სახე მიეცა ,
სადაც საბირჟო საქმიანობაში საუკეთესო ბანკებისა და საბროკერო კომპანიების გამოვლენის მიზნით გამოცხადა შემდეგი ნომინაციები:
1. საქართველოს საფონდო ბირჟაზე წლის ყველაზე აქტიური საბროკერო კომპანია;
2. საქართველოს საფონდო ბირჟაზე წლის საუკეთესო საბროკერო კომპანია გარიგებების მოცულობის მიხედვით;
3. საქართველოს საფონდო ბირჟაზე წლის საუკეთესო საბროკერო კომპანია, გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით;
4. წლის საუკეთესო ფასიანი ქაღალდები, საქართველოს საფონდო ბირჟაზე, გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით:
5. წლის ყველაზე აქტიური ბროკერი;
6. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე მონაწილე წლის ყველაზე, აქტიური ბანკი;
7. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე წლის ყველაზე აქტიური დილერი;
8. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილე წლის საუკეთესო, ბანკი დადებული გარიგებების მოცულობის მიხედვით;
9. წლის საუკეთესო ბიზნეს გადაცემა, რომელიც წელს ხელს უწყობდა საბირჟო საქმიანობის პოპულარიზაციას
10. წლის საუკეთესო რადიო გადაცემა, რომელიც აშუქებდა საბირჟო საქმიანობას;
11. წლის საუკეთესო საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც ყველაზე აქტიურად აშუქებდა საბირჟო საქმიანობას.
ვაჭრობის მითოლოგიური ღმერთის ,,ჰერმესის” სპეციალური პრიზებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
 

ყოველკვირეული, ახალი ამბების, ბიზნესგაზეთი
პროექტი "პარტნიორი" – ყოველკვირეული ახალი ამბების ბიზნეს-გაზეთი ხორციელდება საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაციის მიერ. 2006 წლიდან საქართველოში ეს პირველი უფასო, ქართულენოვანი ბიზნესგაზეთია.
პროექტის მიზანია ქართული სახელმიწიფო საფინანსო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას, განათლებას და გამდიდრებას. დღეს საქართველოში შექმინილია სამეწარმეო გარემო, რომელიც ქმნის ბიზნეს-შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის დიდ მოთხოვნილებას. სად დავაბანდოთ ფული? ეკონომიკის რომელი სექტორია სწრაფად და თვითმდგრადად მზარდი? რა პროდუქტებზეა მოთხოვნილება და რა მოცულობისაა მიწოდება? ვინაა წარმატებული ბიზნესმენი? საზღვარგარეთის რომელი ქვეყნებია ინვესტირებისათვის მომგებიანი? – ყველა ეს და კიდევ სხვა მრავალი კითხვა დღეს
|