მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
|
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მთავარი ამოცანაა ოპერატიულად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ. კომიტეტი შედგება 11 წევრისაგან. მას თავმჯდომარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას და სხდომებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება თვეში ერთხელ წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა) და იღებს გადაწყვეტილებებს საპროგნოზო ინფლაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით და აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც დელეგირებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ. კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად–საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად–საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენასთან დაკავშირებით; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
|
|
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 6.25 პროცენტით განისაზღვრა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 125 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25 პროცენტით განისაზღვრა.
2010 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომასთან შედარებით გაიზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. არსებული პროგნოზებით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%–ს გადააჭარბოს.
|
|
Last Updated on Saturday, 03 July 2010 02:01 |
|
დაწვრილებით
|
|
|
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთს უცვლელად, 5 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.
2010 წლის აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში ეს მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.
|
|
Last Updated on Saturday, 03 July 2010 02:08 |
|
დაწვრილებით
|
|
|
|
|
|
|
LIVE კოტირება
|
----- Dow Jones ,
----- S&P 500 ,
----- Nasdaq ,
|
|
|
|
ინფორმაცია
განათლება
სტატიები
Powered by C Copyright Market Activity Development Association.