რა არის ტექნიკური ანალიზი
|
A Trend is Your Friend
თრენდი შენი ერთგული ფრენდი ;-)

ტექნიკური ანალიზი მთლიანობაში შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ფასების პროგნოზირების მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია მათემატიკურ და არა ეკონომიკურ გამოანგარიშებაზე.
ეს მეთოდი ჩამოყალიბდა ფასიანი ქაღალდებით და ფიუჩერს კონტრაქტებით ვაჭრობისას. ტექნიკური ანალიზის ყველა მეთოდიკები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იქმნებოდა და მხოლოდ 1970-იან წლებში ერთ თეორიად, საერთო ფილოსოფიით, აქსიომებითა და ძირითადი პრინციპებით გაერთიანდა.
ტექნიკური ანალიზი - ეს არის ფასების პროგნოზირების მეთოდი, რომელიც წარსული დროის განმავლობაში ბაზრების მოძრაობის ამსახველი გრაფიკების ანალიზის დახმარებით ხორციელდება და შეისწავლის ფასთა ისტორიულ ცვალებადობას რის შედეგადაც ხდება პროგნოზირება და მომავალი ტრენდის/ბაზრის მიმართულების გაგება
ტექნიკური ანალიზის პრაქტიკული გამოყენება აქსიომების არსებობას გულისხმობს, ესენია:
აქსიომა 1. ბაზრის მოძრაობა ყოვლისმომცველია ან ფასები ასახავენ ყველა ზემოქმედებით ფაქტორს. მაგალითად, საქონლის საბაზრო ფასი, ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური ფაქტორები თავმოყრილია და ერთიანად გამოსახულია ფინანსური ინსტრუმენტის ფასში და მის გრაფიკულ გამოხატულებაში.
აქსიომა 2. ფასები მიზანმიმართულად მოძრაობენ.
ეს მოსაზრება ძირითადი გახდა ტექნიკური ანალიზის ყველა მეთოდიკების შესაქმნელად. ტექნიკური ანალიზის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფასების მოძრაობის მიმართულების განსაზღვრა (ან მათი ტენდენციების) თრეიდინგში გამოსაყენებლად. ამ ტენდენციის განსაზღვრა შემდეგნაირად გამოიყურება: აღმავალი ტენდენციის დროს (ხარისებრი ტრენდი) ყოველი მომდევნო პიკი და ყოველი მომდევნო დაცემა წინაზე მაღალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარისებრ ტენდენციას არბისი მრუდი უნდა ჰქონდეს თანმიმდევრულად მზარდი პიკებით და დაცემებით. შესაბამისად, დაღმავალი ტენდენციის დროს (დათვისებრი ტრენდი) ყოველი მომდევნო პიკი და დაცემა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა. ტენდენციის ასეთი განსაზღვრა ფუძემდებლურია და ტენდენციის ანალიზში საწყის წერტილს წარმოადგენს.
ტრენდის სამი ტიპი არსებობს - ხარისებრი (ფასების მოძრაობა ზევით), დათვისებრი (ფასების მოძრაობა ქვევით) და გვერდითი (ფასი პრაქტიკულად არ იცვლება). ტრენდის სამივე ტიპი სუფთა სახით არ გვხვდება, რადგან “წრფეზე” მოძრაობა ფასების გრაფიკზე ძალიან იშვიათად გვხვდება. ტენდენცია იმ დრომდე მოქმედებს, სანამ არ ავლენს იმის აშკარა სიგნალებს, რომ იგი შეიცვალა.
აქსიომა 3. ისტორია მეორდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ წარსულში ანალიზის გარკვეული ტიპები მუშაობდა, ისინი მომავალშიც იმუშავებენ, რადგან ეს ეს დაფუძნებულია ადამიანის ბიჰვიორულ ფსიქოლოგიაზე.
თუმცა არ არსებობს ადამიანი/მეცნიერი რომელიც ამ მოსაზრების 100% სიზუსტეზე თავს დადებს. დღესდღეობით ტექნიკური ანალიზს ორ მეთოდად ყოფენ: გრაფიკული და მათემატიკურ-კომპიუტერული ანალიზი.
|
|
|
|
|
|
LIVE კოტირება
|
----- Dow Jones ,
----- S&P 500 ,
----- Nasdaq ,
|
|
|
|
ინფორმაცია
განათლება
სტატიები
Powered by C Copyright Market Activity Development Association.