ცენტრალური ბანკები

ცენტრალური ბანკის მთავარი მიზნებია: ფულის ემისიის მოცულობის განსაზღვრა, ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, ვალუტის კურსის სტაბილურობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, კომერციული ბანკების ზედამხედველობა, საგარეო ვალის მომსახურება და მთავრობის დაკრედიტება. ინფლაციის რეგულირებისთვის ცენტრალური ბანკი მიმართავს კონკრეტულ ზომებს, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე და ტრეიდერთა ქცევაზე. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ, არსებობს დასაშვებზე მაღალი ინფლაცია, ცენტრალური ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთს, რითაც ხელს შეუშლის ფულადი მასის მიმოქცევის და ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, რომელიც თავის მხრივ არაადექვატური ერთობლივი მიწოდების პირობებში წარმოშობს ინფლაციურ დაწოლას ბაზარზე. ამ შემთხვევაში ვალუტის კურსზე ერთი და იგივე მიმართულებით ორი ფაქტორი მოქმედებს: 1) საპროცენტო განაკვეთის ზრდა სტიმულს აძლევს ინვესტორს დააბანდოს კაპიტალი მოცემული ქვეყნის აქტივებში. 2) ინფლაციის მოთოკვით კიდევ უფრო იზრდება საპროცენტო განაკვეთი (რეალური საპროცენტო განაკვეთი), რაც კიდევ უფრო წაახალისებს კაპიტალის შემოდინებას და საბოლოოდ მოთხოვნა დოლარზე მოიმატებს, რაც ბუნებრივია სხვა თანაბარ პირობებში გამოიწვევს მის გამყარებას. განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები ძირითადად ახორციელებენ საპროცენტო პოლიტიკას და ოპერაციებს ღია ბაზარზე ინფლაციისა და, შესაბამისად, ვალუტის კურსის რეგულირებისათვის. საპროცენტო განაკვეთები: 1) ცენტრალური ბანკის სადისკონტო განაკვეთი (Repo rate) – რეპო ისეთი სახის ოპერაცია, რომლის მიხედვით ცენტრალური ბანკი ყიდულობს (რეპო), ან ყიდის (უკურეპო) სახაზინო ვალდებულებებს კომერციულ ბანკებზე. ამ დროს ფასიანი ქაღალდი იყიდება დისკონტით. რაც უფრო მცირეა დისკონტის თანხა ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებაზე, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ასეთი წესით დადგენილ განაკვეთს Fed Funds ეწოდება და მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სალომბარდო განაკვეთი. ცენტრალური ბანკი ფასიანი ქაღალდების გირაოს ქვეშ კომერციულ ბანკებს აძლევს სესხს სალომბარდო განაკვეთით. სალომბარდო განაკვეთის რეგულირებით ცენტრალური ბანკი უშუალო გავლენას ახდენს კომერციული ბანკების მიერ ფულის მიწოდებაზე. განაკვეთის გაზრდა დოლარის კურსზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. საპროცენტო განაკვეთების შემცირებით ქვეყანაში იმატებს საქმიანი აქტივობა, იზრდება გაცემული კრედიტების რაოდენობა და ფულადი მულტიპლიკატორი. შესაძლოა გაიზარდოს ინფლაცია (მაგრამ, ეს დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე). ინფლაციური ზეწოლა განსაკუთრებით საგრძნობი ხდება მაშინ, თუ, ქვეყნის საბანკო სექტორში გაცემული მთლიანი კრედიტების რაოდენობის ზრდა წინ უსწრებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ნათელია, რომ კრედიტების ნაწილი სპეკულაციური მიზნით და არა ეკონომიკის რეალური სექტორის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ინფლაციურ პროცესებს ბადებს. საპროცენტო განაკვეთების ზრდა აფერხებს საქმიან აქტივობას, ამცირებს ინფლაციას, იზიდავს უცხოურ კაპიტალს, მიმოქცევაში ამცირებს ფულად მასას, რასაც საბოლოოდ ვალუტის კურსის აწევა მოჰყვება. ცენტრალური ბანკს შეუძლია უშუალო გავლენა იქონიოს ვალუტის კურსზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელებით (ზოგი ქვეყნის ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ფულის მიწოდების დასარეგულირებლად მიმართავს. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკი). სავალუტო ინტერვენცია გულისხმობს ცენტრალური ბანკის მიერ შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს. ამ დროს მნიშვნელოვანია არა ის, თუ კონკრეტულად რა აქვს გამიზნული ცენტრალურ ბანკს: ეროვნული ვალუტის გაძვირება, თუ გაუფასურება, არამედ კურსის რა ნიშნულის მიღწევაა მისი მიზანი. სავალუტო ინტერვენციებს პირდაპირი ზემოქმედება აქვს ვალუტის კურსზე, ამიტომ, ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ერიდებიან ინფორმაციის გამჟღავნებას ინტერვენციების განხორციელების შესახებ. გარდა სავალუტო ინტერვენციებისა ცენტრალური ბანკები ხშირად მიმართავენ ვერბალურ ინტერვენციებს. ამ დროს მათი წარმომადგენელი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს ცენტრალური ბანკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ტრეიდერების ფსიქოლოგიაში ამ განცხადებებს დიდი ადგილი უკავიათ და მათ მომავალ ქცევას განაპირობებენ. ძირითადი ცენტრალური ბანკები: USA :

· FED – Federal Reseve System ;
საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ღია ბაზრის კომიტეტი ((FOMC– Federal Open Market Committee). კომიტეტი იკრიბება ექვს კვირაში ერთხელ.

 

EU :

· Europian Central Bank ( ECB ) ;

Great Britain :

· Bank of England – BOE ;

 

 

Switzerland :

· Swiss National Bank (SNB) ;

Japan :

· Bank of Japan ( BOJ) ;

 






LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.