რა არის ფუნდამენტური ანალიზი

ქვეყნის ვალუტაში განივთებულია ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად. ამდენად, ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს ეკონომიკური კონიუნქტურის ნებისმიერი ცვლილება (არა მარტო ეკონომიკურის, ასევე პოლიტიკურისაც). როგორც წესი, კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერე მოცემული ქვეყნის ვალუტის სანდოობაზე მიუთითებს. ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან (სხვა თანაბარ პირობებში ).

სავალუტო კურსზე გავლენას ახდენენ ძირითადად შემდეგი მაჩვენებლები:

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), სამრეწველო პროდუქციის ზრდის მაჩვენებელი (Production Growth), უმუშევრობის დონე (unemployment rate), სამომხმარებლო ხარჯების ზრდის მაჩვენებელი (consumer spending ), გრძელვადიან პროდუქციაზე შეკვეთების რაოდენობის გაზომვის მაჩვენებელი (Durable Goods orders), სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი (Jobless claims), ექსპორტის სიდიდე, მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელი (consumer confidence), საცალო ვაჭრობის მოცულობა (retail sales), მთლიანი გაყიდვების მაჩვენებელი (Total sales). სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა, იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელი განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე (ნავთობი, გაზი და სხვა). იმპორტზე და ექსპორტზე ფასების ზრდის მაჩვენებელი, საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა, ქვეყნიდან განხორციელებული წმინდა ტრანსფერტები, საგარეო სესხების ზრდა/შემცირება, შიდა ვალის ზრდა/შემცირება. ფულადი მასის ცვლილების მაჩვენებელი (მათ შორის სარეზერვო და ფართო ფულადი მასის ზრდა/შემცირება, ფულადი მულტიპლიკატორის მნიშვნელობა), ფულის ბრუნვის სიჩქარის ზრდა/შემცირება. დამოკიდებულება ფულადი მასის ცვლილებასა და საგადამხდელო ბალანსის ცვლილებას შორის; ინფლაციის ტემპი და ინფლაციური მოლოდინი, ფასების ინდექსი სამრეწველო პროდუქციაზე, ფასების ინდექსი სამომხმარებლო პროდუქციაზე, ენერგომატარებლებზე; სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტების ზრდა/შემცირება; ახალაშენებული სახლების გაყიდვები, არსებული საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მაჩვენებელი; საქმიანი აქტივობის ინდექსი; მიჩიგანის უნივერსიტეტის ინდექსი (NAPM); ოქროსა და ვერცხლის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე; საპროცენტო განაკვეთის სიდიდე – საპროცენტო განაკვეთი “ოვერნაიტებზე” ((FED FUNDS), ბანკთაშორის კრედიტებზე, სამთვიან დეპოზიტებზე, ევროობლიგაციებზე, გრძელვადიან ობლიგაციებზე, სახაზინო ვალდებულებებზე, დამოკიდებულება რეალურ და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის, LIBOR განაკვეთი; მოცემული ვალუტის ემიტენტი ქვეყნის გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ნდობის მაჩვენებელი. ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკოსებისა და ცნობილი ეკონომისტების განცხადებები, ალან გრინსპენის, სნოუს, ტრიშეს (ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი), ვორენ ბაფეტის განცხადებები. ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობა და მათი ცვლილების ტემპი, გადაწყვეტილებები რეზერვების სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიკაციის შესახებ; უცხოელ ინვესტორთა მიერ მოცემული ქვეყნის ფინანსური ინსტრუმენტების წმინდა შესყიდვები (მაგალითად, განიხილავენ რა ამერიკის სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, ინვესტორები ყურადღებას აქცევენ რამდენად ფინანსდება ეს დეფიციტი უცხოეთიდან კაპიტალის შემოსვლის გზით); ფედერალური სარეზერვო სისტემის სახელმძღვანელო (Beige Book), რომელიც ქვეყნდება ორი კვირით ადრე ღია ბაზრის კომიტეტის შეკრებამდე, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ; ბიუჯეტის დეფიციტი და დეფიციტის მიზეზები, ასევე დაფინანსების წყაროები; საპროცენტო დიფერენციალის მნიშვნელობა; ფასიანი ქაღალდების ბაზრების ძირითადი ინდექსები; • მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის დონე, სხვა ფინანსური ბაზრების განვითარების ტემპი, ინფლაცია პარტნიორ ქვეყანაში; სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები (ტერორისტული აქტები, სტიქიები, კატასტროფები და სხვა). ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებელს არაერთგვაროვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ვალუტის კურსზე. ზოგი მაჩვენებელი უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. ზოგიც ნაკლებს. გავლენის ხარისხი განსხვავდება კონკრეტული ქვეყნების მიხედვითაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი. ბუნებრივია, დეფიციტის ზრდა/შემცირება საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს ვალუტის კურსზე. იაპონიაში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეკონომიკური ზრდის პრობლემა და დეფლაციური პროცესების არსებობა, შესაბამისად, ეკონომიკის მოულოდნელი გამოცოცხლება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს დოლარი-იენას კურსზე. Forex-ის არის ინფორმაციული ბაზარი, სადაც ფუნდამენტალური ფაქტორები გავლენას ახდენენ ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით. მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ვალუტის კურსზე თავისთავად ფუნდამენტალურ გავლენას იქონიებს მინიმუმ 15-20 დღის შემდეგ, ინფორმაციულად კი მყისიერად რამდენიმე წამში. ამ შემთხვევაში ტრეიდერები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიიღეს, წარმოადგენენ ბაზრის კატალიზატორებს, რომლებიც აჩქარებენ ფუნდამენტალური ფაქტორების გავლენას. ფუნდამენტალური ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ტრეიდერისათვის, სამ ნაწილად იყოფა: 1) საპროგნოზო ინფორმაცია; 2) წინა პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლის მნიშვნელობა; 3) რეალურად მიღებული შედეგი. მაგალითად, საქმიანი აქტივობის ინდექსის მაისის მაჩვენებელი იყო 58.5, ივნისის პროგნოზი – 62, ხოლო რეალური გამოვიდა 58-ზე. ფუნდამენტალური მაჩვენებლები მაშინ ახდენენ გავლენას, როგორც კი მოხდება რეალურის საპროგნოზო მაჩვენებლიდან საგრძნობი გადახრა. ნეგატიური პროგნოზი თავისთავად თანდათანობით ჰპოვებს ვალუტის კურსზე ასახვას, ხოლო, რეალურად მიღებული შედეგი თუ მკვეთრად განსხვავდება საპროგნოზოსგან, მაშინ, ბაზარზე მოხდება მყისიერი მოძრაობა (მოძრაობის დონე დამოკიდებულია კონკრეტული მაჩვენებლის ხარისხზე და ქვეყანაზე, რომელსაც ეხება კონკრეტული მაჩვენებელი. მაგალითად, აშშ-ის ეკონომიკის მაჩვენებლის საპროგნოზოდან მცირე გადახრაც კი, ბაზარზე მყისიერად აისახება). ფუნდამენტალური ინფორმაციის გამოსვლისას. ტრეიდერისათვის მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის მიწოდების დროულობა და ბაზარზე პოზიციის გახსნის სისწრაფე.






LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,387.01 +46.32 (0.45%)
S&P 500 1,098.87 +7.03 (0.64%)
Nasdaq 2,228.87 +19.98 (0.90%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.