სპოტური და ფორვარდული კურსები

სპოტ-კურსის კოტირების დროს ვალუტის გაცვლა ხდება ორი სამუშაო დღის შემდეგ. მაგალითად, გარიგებაში მონაწილე კონტრაგენტები (მყიდველი და გამყიდველი) დებენ შემდეგი სახის გარიგებას ევრო-დოლარის კურსზე: დღეს მიმდინარე კურსია EUR/USD = 1.2045, მყიდველი თანახმაა ორი დღის შემდეგ გამყიდველისგან იყიდოს ევრო კურსით EUR/USD = 1.2120, ანუ, ამ შემთხვევაში მყიდველი ელოდება რომ ევრო 1.2120-ზე უფრო გამყარდება ორი დღის შემდეგ და თანახმაა დღესვე შეთანხმდეს ამ კურსზე, რათა თავი დაიზღვიოს გაუფასურებისგან. ბუნებრივია, ორი დღის შემდეგ ევროს გაუფასურების შემთხვევაში (მაგალითად 1.1950), გამყიდველს შეუძლია ურისკო მოგება მიიღოს, რამდენადაც მას ხელშეკრულებით გაყიდული აქვს ერთი ევრო 1.2120 დოლარად და ამავე დროს ბაზარზე ყიდულობს 1.1950-ად. ფორვარდული გარიგება თავისი არსით სპოტურის მსგავსია, ოღონდ, იგი არის უფრო გრძელვადიანი. მისი სტანდარტული ვადებია: 1, 2, 3, 6, 12 თვე, თუმცა, შეიძლება იყოს სხვა ვადისაც. ფორვარდულ გარიგებებს ხშირად მიმართავენ კურსის განუსაზღვრელი მიმართულებით მოძრაობისაგან თავის დასაცავად. ფორვარდული კურსი ასახავს ბაზრის მოლოდინს რა კურსი იქნება კონკრეტული ვადის შემდეგ. თუმცა, ეს მოლოდინი _ მიახლოებითია და ყოველთვის ზუსტი არაა. ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც განსაზღვრავენ სავალუტო კურსების კოტირებებს (სხვა ფინანსური ინსტიტუტები ამ კოტირებებს იყენებენ საბაზისოდ), ბაზრის შემქმნელები (მარკეტ-მაკერ) ეწოდებათ. Fორეხ-ზე ჩატარებული გარიგებების უმრავლესობა ხორციელდება სწორედ ასეთი “მარკეტმეიკერების” მეშვეობით, რომლებიც უმსხვილესი ბანკები არიან.

ვალუტის კოტირება შემდეგნაირად გამოისახება:


EUR/USD = 1.2045/48, სადაც 1.2045 არის გაყიდვის (bid), ხოლო 1.2048 ყიდვის (ask) კურსი. მაგალითად, ერთი ევროს გაყიდვის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ 1.2045 დოლარს, ხოლო, ერთი ევროს ყიდვის შემთხვევაში უნდა გადავიხადოთ 1.2048 დოლარი. კურსის ცვლილებას გამოსახავენ პუნქტების (points) მეშვეობით. ერთი პუნქტი არის 1/1000. მაგალითად, კურსის 1.2045-დან 1.2040-მდე შემცირების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ევრო გაუფასურდა 5 პუნქტით. ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობას (ჩვენ შემთხვევაში 1.2045-სა და 1.2048-ს შორის სხვაობა), სპრედი (სპრეად) ეწოდება. რაოდენობრივ გამოსახვაში მას ასევე “პიპსსაც” (pips) უწოდებენ. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში სპრედი ტოლია 3 პიპსის (1.2048-1.2045 = 0.0003 ანუ 3 პუნქტი). კოტირების მთელ რიცხვს და მძიმის შემდეგ პირველ ორ რიცხვს დიდი ფიგურა (Big Figure) ეწოდება. მაგალითად, 1.2045-ში 1.20 დიდი ფიგურაა.






LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.