რა არის ფორექსი

ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.

Read more...

 

 

ბროკერის არჩევა ფორექსზე

ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.

Read more...

 

 

უფრთხილდით ფორექს თაღლითებს

აშშ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია

 

U.S. Commodity Futures Trading Commission

 

ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ  23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.

მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ  დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.

Read more...

 

 

სავაჭრო სტრატეგიები

სავაჭრო სტრატეგიები

 

ამ სტატიაში იხილავთ:

დღის ტრეიდინგი

სკალპირება

ტრენდ მიმყოლი

 

Read more...

 

 

ბაზრის ტრენდი
განცხადება - ყურადღება!

საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია აფრთხილებს ყველა კერძო და იურიდიულ პირს ვინც ამჯამად ვაჭრობს ან აპირებს ვაჭრობას ფასიანი ქაღალდებით, საქონლით, ვალუტით, ძვირფასი მეტალიებით, ფიუჩერს კონტრაქტებით ელექტოროულ პლატფორმებზე, რომ ეს ძალიან მაღალი ხარისხის სარისკო საქმიანობაა და მოითხოვს სპეციალურ გადამზადებას. თქვენს მიერ განთავსებული თანხები ბაზრების მაღალი რყევების შედეგად შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ან სრულად გაიხარჯოს. სპეკულაციური სახეობის ვაჭრობისას უნდა გაითვალისწინოთ სარისკო კაპიტალი, შეფარდება და მარჟა რაც ყველა ბროკერ კომპანიას სხვადასხვა გააჩნია.




| Print |
ბაზრის ტრენდი

EUR/USD - 2010 წლის 16 ივლისი

EUR/USD - ამჟამად 1.2973.გუშინ ევროს აღმასვლამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე 1.2955 ნათლად გვიჩვენა, რომ 2010 წლის ყველაზე დაბალი კურსიდან 1.1876 ევროს ასეთი სწარფი გამყარება სულ მალე უნდა მიუახლოვდეს 1.3000 ”ფსიქოლოგიურ ბარიერს”, თუმცა ტექნიკური ანალიზი გვიჩვენებს გადაიყიდვისა და წინააღმდეგობის ახალ დონეებს და სავარაუდოთ 1.3095 მაჩვენებელი ხელშეუხებელი დარჩება.

 

ხოლო რაც შეეხება დაღმასვლას, მხოლოდ 1.2778 დაგვიდასტურებს დროებითი მწვერვალის ფორმირებას რის შედეგადაც უნდა ველოდოთ კორექციას 1.2708 მაჩვენებლამდე.

 

Last Updated on Friday, 16 July 2010 14:06
 
| Print |

EUR/USD - 2010 წლის 12 ივლისი

EUR/USD – ამჟამად 1.2582. წყვილი მიუახლოვდა 1.2723 კურსს წინა კვირას და შემდეგ ძლიერად დაეცა ევროპული ბანკების რეფინანსირებასთან დაკავშურებული პრობლემის გამო. კორექციულმა აღმასვლამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი 1.1876 მაჩვენებლიდან დროებით პიკს უკვე მიაღქია. მორიგი კონსოლიდაცია დაღმასვლისკენ 1.2500/04 დონემდე შესაძლებელია, ასევე არ არის გამორიცხული 1.2479 მხარდაჭერის ამ მაჩვენებლამდეც დაეცეს ევრო, თუმცა ამ მაჩვენებლის ძლიერი გარღვევა იქნება საჭირო იმისათვის რომ ხარგრძლივი დაღმასვლა დადასტურდეს.

 

ხოლო რაც შეეხება აღმასვლას, ევროს გამყარება შესაძლოა გაგრძელდეს 1.2650  მაჩვენებლის გარღვევის შედეგად, თუმცა 1.2723 დონე ხელშეუხებელი დარჩება.

Last Updated on Monday, 12 July 2010 16:20
 
| Print |
ბაზრის ტრენდი

EUR/USD - 2010 წლის 7 ივლისი

EUR/USD - 1.2575 მიუხედავათ გუშინდელი აღმასვლისა 1.2663 მაჩვენებელზე, მიმდინარე დაღმასვლა 1.2575 დონეზე ტრეიდერების მიერ მოგების აღების მცდელობაა რაც კიდევ უფრო ამყარებს 1.2510/18 დონეზე დაღმასვლის ალბათობას. ამ დონის გარღვევის შედეგად დადასტურდება უფრო ძლიერი კორექცია რის შედეგადაც უნდა ველოდოთ 1.2479 მაჩვენებლამდე დაღმასვლას. 

 

რაც შეეხება აღმასვლის პერსპექტივას 1.2637 დონის გარღვევაა სასაჭირო იმისათვის რომ კორექცია ჩაითვალოს დასრულებულად რის შედეგადაც უნდა ველოდოთ უფრო ძლიერ ცვალებად აღმასვლას 1.2663 და შემდეგ 1.2700/10 მაჩვენებელზე.

www.forex.org.ge

Last Updated on Monday, 12 July 2010 16:22
 
| Print |

USD/CHF - დღიური ჩარტი 2010 წლის 5 ივლისი

 

USD/CHF - სავალუტო წყვილი, როგორც დღიურ ჩარტზე ჩანს განიცდის მკვეტრ ვარდნას უკვე წინა კვირის დასაწყისიდან და მიაღწია მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეს, რომელიც 1,0650 მაჩვენებელზე მდებარეობდა. სწორედ ამ მაჩვენებლის გარღვევის შემდეგ ხუთშაბათს 1 ივლის წყვილმა განაგძო (დოლარმა ვარდნა ხოლო ფრანკმა გამყარება) დათვისებრი დაღმასვლა, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის  დასაწყისში დაიწყო და 1,0650 მხარდაჭერის დონესაც გასცდა. მიმდინარე დათვისებრი ტენდენციიდან ნათლად ჩანს, რომ მხარდაჭერის მომდევნო დონეა 1,0500.

Last Updated on Monday, 05 July 2010 01:30
დაწვრილებით
 
| Print |

USD/JPY - წყვილი დღის განმავლობაში 17:00 საათის მდგომარეობით 89.45 და 89.21 შორის მერყეობს. ასეთი მცირე დიაპაზონი გამოწვეულია თრეიდერების უუნარობით მიიღონ მკვეთრი გადაწყვეტილება. წყვილმა უკვე ეცადა გაერღვია 89.21 მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ხაზი.

 

როგორც AceTrader იუწყრბა ჰორიზონტალური დონეები მდებარეობენ შემდეგ ნიშნულებზე:

აღმავალი ტრენდის პირობებიში წინააღმდეგობა მდებარეობს დონეებზე 89.51/89.78/89.98 ხოლო დაღმასვლის შემთხვევაში მხარდაჭერის დონეებია 89.21 / 88.95 / 88.60.

 

ამ ნიშნულების გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო გაბედული და აქტიური ვაჭრობა ვიხილოთ დოლარი იენთან მიმართებაში.

 

წყარო FXstreet.com

NASADQ-ის საშუალებით

forex.org.ge

Last Updated on Monday, 05 July 2010 01:27
 
« StartPrev12NextEnd »

Page 1 of 2

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,387.01 +46.32 (0.45%)
S&P 500 1,098.87 +7.03 (0.64%)
Nasdaq 2,228.87 +19.98 (0.90%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.