ჩვენს შესახებ
|
საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია დაარსდა 2005 წლის 11 ნოემბერს და წარმოადგენს არასამეწარმეო, არამომგებიან, არასამთავრობო ორგანიზაციას.
ასოციაციის მიზანია სხვადასხვა საფინანსო ბაზრების განვითარება საქართველოში. ის ხელს უწყობს თავისუფალი და გამჭირვალე ფინანსური ბაზრების განვითარებას განათლებისა და ანგარიშვალდებული მედიის საშუალებით.
ასოციაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია დაამყაროს კავშირები და შეისწავლოს სავალუტო, საფონდო, ფიუჩერს, ETF ინსტრუმენტებით ვაჭრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ასოციაცია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება ელექტრონულ პლატფორმებზე მოვაჭრე ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ.
ჩვენი საშუალებით თქვენ შეძლებთ მომზადებული შეხვდეთ საკმაოდ რთულ და ერთი შეხედვით ქაოტურ მოინაცემებს და მათ საფუძველზე მიიღოთ სწორი და თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.
საქართველოში ძალიან ცოტა წარმატებული თრეიდერია და ისინიც კი მზად არიან გაგიზიარონ გამოცდილება და ცოდნა ელეტრონული საფინანსო ბაზრების შესახებ.
ასოციაციის საქმიანობაა:
• საინფორმაციო: ბეჭდვითი და სამაუწყებლო საქმიანობა;
• სემინარების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ჩატარება;
• ტრეიდერთა მომზადება და ხელშეწყობა;
• პროფესიული გადამზადება;
• საქართველოში სავალუტო დილინგის განვითარების გზების ძიება და ხელშეწყობა;
• სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა;
• საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა;
• ფინანსურ საკითხებში პრაქტიკული კონსულტაციების ჩატარება;
• ბიზნეს-გეგმების შემუშავების მიზნით შესაბმისი კონსულტაციების ჩატარება;
• კონსულტაციების ჩატარება საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
• ასოციაციის წევრთა კანონიერი ინტრესების დაცვა;
• სხვა სახის საქმიანობის წარმოება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ასოციაცია შექმნილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ (წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ 2005 წლის 11 ნოემბრის N 411 გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ნომერი: 00612/12/0332.
|
|
|
|
|
|
LIVE კოტირება
|
----- Dow Jones ,
----- S&P 500 ,
----- Nasdaq ,
|
|
|
|
ინფორმაცია
განათლება
სტატიები
Powered by C Copyright Market Activity Development Association.