ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
Read more... 
 
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
Read more... 
 
აშშ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია
U.S. Commodity Futures Trading Commission
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
Read more... 
 
სავაჭრო სტრატეგიები
ამ სტატიაში იხილავთ:
დღის ტრეიდინგი
სკალპირება
ტრენდ მიმყოლი
 
 
| | Print | |
|
USD/CHF - დღიური ჩარტი 2010 წლის 5 ივლისი
USD/CHF - სავალუტო წყვილი, როგორც დღიურ ჩარტზე ჩანს განიცდის მკვეტრ ვარდნას უკვე წინა კვირის დასაწყისიდან და მიაღწია მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეს, რომელიც 1,0650 მაჩვენებელზე მდებარეობდა. სწორედ ამ მაჩვენებლის გარღვევის შემდეგ ხუთშაბათს 1 ივლის წყვილმა განაგძო (დოლარმა ვარდნა ხოლო ფრანკმა გამყარება) დათვისებრი დაღმასვლა, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დაიწყო და 1,0650 მხარდაჭერის დონესაც გასცდა. მიმდინარე დათვისებრი ტენდენციიდან ნათლად ჩანს, რომ მხარდაჭერის მომდევნო დონეა 1,0500.
(ჩართზე გამოსახული: ჰორიზონტალური ყვითელი ხაზების სახით მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები, აღმავალი ტრენდი მწვანედ, დაღმავალი ტრენდი წითლად, 50 პერიოდიანი Simple Moving Average ღია ლურჯ ფერად)
www.forex.org.ge |
| Last Updated on Monday, 05 July 2010 01:30 |
Powered by C Copyright Market Activity Development Association.

