| გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ბენზინის ფასი კვლავ გაიზარდა |
|
აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გაიზარდა და მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 8 კვირის განმავლობაში. 2010 წლის 8 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,751 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 72,9 ცენტი/ლიტრაზე). ზუსტად ეს მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული მ/წლის 11 იანვარს.
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი გაიზარდა 4,9 ცენტით/გალონზე, თუმცა ის 81,0 ცენტით მაღალია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აშშ-ის 10 ყველაზე მსხვილ ქალაქში ბენზინის საცალო საშუალო ფასმა 8 მარტის მდგომარეობით შეადგინა: ნიუ-იორკი - 2,743 დოლარი/გალონზე; ბოსტონი - 2,680 დოლარი/გალონზე; ჩიკაგო - 2,823 დოლარი/გალონზე; კლივლენდი - 2,676 დოლარი/გალონზე; დენვერი - 2,603 დოლარი/გალონზე; ჰიუსტონი - 2,557 დოლარი/გალონზე; ლოს-ანჯელესი - 3,072 დოლარი/გალონზე; მაიამი - 2,903 დოლარი/გალონზე; სან-ფრანცისკო - 3,071 დოლარი/გალონზე; სიეტლი - 2,938 დოლარი/გალონზე. ცნობისათვის, აშშ-ში ბენზინის საცალო ფასის აბსოლუტურ რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება 4,114 დოლარი/გალონზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 7 ივლისს. |
Powered by C Copyright Market Activity Development Association.
