კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

 

2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 89.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა და 8382.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1514.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.1 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.6 პროცენტი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 78.1  პროცენტი  დარჩა.

 

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,387.01 +46.32 (0.45%)
S&P 500 1,098.87 +7.03 (0.64%)
Nasdaq 2,228.87 +19.98 (0.90%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.