|
EUR/USD - ტექნიკური ანალიზი
მანამდე კი ძირითადად აღმასვლა ხდებოდა და დოლარი უფასურდებოდა ევროს მიმარ. დაღმასვლა ხასიათდებოდა სამი კორექციული მოქმედებით, რომლებიც დიაგრამაზე თეთრი ხაზებითაა აღნიშნული და შებრუნებული დროშის ფორმა აქვთ. როგორც ხედავთ ყოველ ჯერზე აღმასვლის მცდელობას არღვევდა ძლიერი დათვური დაღმასვლა. მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეების გარღვევით, მათ შორის ფსიქოლოგიური ბარიერი 1.4000 და მნიშვნელოვანი დონე 1.38000, ფასი დაეშვა ბოლო 8 თვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე. ამჟამად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეა 1.3400. აღმასვლის პირველი წინააღმდეგობა მდებარეობს 1.3800 ფასის დონეზე.
დიაგრამაზე გამოსახულია: ნელი სტოკასტიკი ქვევით, ჰორიზონტალური მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის აღმნიშვნელი ხაზები ყვითლად, აღმავალი ტენდენციის აღმნიშვნელი ხაზი მწვანედ, ტრენდის სტრუქტურა თეთრი ხაზებით, 50 პერიოდიანი Simple Moving Average ღია ლურჯად.
|
| Last Updated on Sunday, 07 February 2010 23:55 |
Powered by C Copyright Market Activity Development Association.
08/02/2010 – 
