სავაჭრო სტრატეგიები

 

ამ სტატიაში იხილავთ:

დღის ტრეიდინგი

სკალპირება

ტრენდ მიმყოლი

 

 

მთავარი არაა  ბევრი პოზიციის გახსნა, ხშირი ვაჭრობა ან მთელი დღის განმავლობაში ჩარტებზე ყურება - მთავარია მობილიზდე,

დაგეგმო და მოემზადო კარგი ტრეიდერი ძირითადად

მომზადებაში ხარჯავს თავის ძვირფას დროს.

 

 

დღის ტრეიდინგი - ეს არის ფინანსური ინსტრუმენტებით ვჭრობის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მიხედვითაც ყიდვა-გაყიდვა ხდება სავაჭრო დღის დასრულებამდე და გარიგების ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ დღეს. ტრედერებს, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ ხშირად აქტიურ ან დღის ტრეიდერებს უწოდებენ

 

ყველაზე ხშირად გარიგებები ხდება ფინანსური ინსტრუმენტებით: ფასიანი ქაღალდები, ოპციონები, ვალუტა, ფიუჩერს კონტრაქტები, ინდექსები, სასაქონლო ფუჩერსები, საპროცენტო განაკვეთბი.

 

ალგორითმული ვაჭრობის და ელექტრონული პლათფორმების გაუმჯობესებამდე, დღის ტრეიდინგი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ბანკებისა და დიდი საინვესტიციო კომპანიებისათვის. ეხლა, როდესაც ვაჭრობა გამარტივდა და პროგრამული უზრუნველყოფა დაიხვეწა დღის ტრეიდინგის დროს გარიგებების აღსრულება შესაძლებელი გახდა ინდივიდუალი ტრეიდერებისთვისაც

 

სკალპირება - გუსლიხმობს ასობით მცირე მოცულობის ტრეიდს დღეში თითო სესიიდან მცირე მოგების ანუ სკალპირების მიზნით. სკალპერები ძალიან მცირე მოგებით კმაყოფილდებიან და დღის ბოლოსათვის საკმაოდ დიდ მოგებასაც აგროვებენ

 

თუმცა ამ ტიპის ტრეიდინგი ისევე სარისკოა, როგორც ყველა სავაჭრო სტრატეგია, რომელსაც იყენებთ ელექტრონულ პლატფორმებზე ვირტუალური ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობისას. სკალპირებისას ტრეიდერი ძალიან მოტივირებულია და ძირითად ამ მეთოდით სარგებლობენ ემოციური ტრეიდერები, რომლებსაც არ სურთ უსაქმურად ჯდომა და მხოლოდ დიაგრამებზე ყურება. თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც 3 პიპი მოგებით დაკმაყოფილდეთ თითო პოზიციიდან და დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხა დააგროვოთ, მაგრამ ამავ დროულად შესაძლებელია მოგებული თანხის დაკარგვაც, რადგან ხშირ შემთხვევაში სტოპ ლოსების განთავსებას არამიზანშეწონილად თვლის ბევრი ტრეიდერი, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

 

ზოგიერთი ბროკერი არ მოგცემთ სკალპინგის უფლებას, ამიტომ თუ ამ მეთოდით აპირებთ ვაჭრობას მაშინ ყველა პირობა წინასწარ გაარკვიეთ ბროკერთან.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პოზიციის დახურვის სტრატეგია აუცილებელია სკალპირებისას, რადგან ერთ დიდ წაგებას მთელი თქვენი 2-3 პიპიანი დანაგროვი შეუძლია რამდენი წუთში გაგიქროთ.

 

სკალპერები ძირითადათ 1 წუთიან ან თიქ (tick) ჩართს იყენებენ იმის გასარკვევად თუ რა დროს ღირს გარიგების დადება და რა დროს თავის გარიდება. პოპულარული ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებია:MACD Forest და Bollinger Bands.

 

ტრენდ მიმყოლი - საინვესტიციო სტრატეგიაა, რომლის მიხედვითაც ტრეიდერი ცდილობს მიყვეს ბაზრის გრძელვადიან ტენდენციას, რომელსაც სხვადასხვა საფინანსო ბაზრები განაპირობებენ. ამ მეთოდის მომხმარებლები არ ადევნებენ თვალყურს მხოლოდ FOREX and STOCK ბაზრებს. ამ შემთხვევაში ტრეიდერი მობილიზებულია ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე და სატრეიდინგო ინსტრუმენტზე. მაგალითად თუ თქვენ ვაჭრობთ  FOREX-ზე  აუცილებალდ ადევნებთ თავლყერს, ოპციონებს, ინდექსებს, ძვირფასი ლითონებისა და ნავთობ პროდუქტების ფასებს.

 

ზოგადი ტენდენციის გარკვევის ფართოდ გამოყენებული მეთოდია ტექნიკური ინდიკატორები, როგორებიცაა: Moving Avarage (50 ან 100 პერიოდი) ტრენდის არხების ხაზვა, სტოქასტიკი. თრენდ მიმყოლი, ვაჭრობის მეთოდი, მიზნად არ ისახავს ბაზრის ფასესების წინასწარმეტყველებას ან ტრეიდინგ სიგნალების გამოთვლას.  მისი ამოცანაა უბრალოდ მიყვეს ბაზრის აღმა-დაღმა სვლას.

 

ამ მეთოდის მიმდევრები პოზიციას ხსნიან მაშინ, როდესაც თრენდი ნაკლებად მერყევია და ყალიბდება მეტნაკლებად ნათელი სურათი იმისა თუ რა მიმართულებით მიდის ბაზარი.

 

მთავარი არაა ბევრი პოზიციის გახსნა, ხშირი ვაჭრობა ან მთელი დღის განმავლობაში ჩარტებზე ყურება - მთავარია მობილიზდე, დაგეგმო და მოემზადო. კარგი ტრეიდერი ძირითადად მომზადებაში ხარჯავს თავის ძვირფას დროს.

 

თრენდ მიმყოლი ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები: მიმდინარე ფასი, ფულის და რისკის მართვა, სავაჭრო გეგმის სისტემატური და დისციპლინური იმპლემენტაცია.

 

ტრეიდინგის ამ მეთოდის მიმდევრებმა პოზიციის გახსნამდე უნდა უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

· რა მოცულობის თანხით და როდის მოხდეს ბაზარზე შესვლა

· რა რაოდენობით კონტრაქტებით ან ლოტებით უნდა განხორციელდეს ვაჭრობა

· რა მოცულობის თანხის გარისკვა შეგიძლიათ კონკრეტულ დროში

· როგორ გამოვიდეთ ბაზრიდან, როცა პოზიცია წამგებიანია

· როგორ გამოვიდეთ ბაზრიდან, როცა პოზიცია მომგებიანია

 

შემდეგ სტატიებში იხილავთ ისეთ სტრატეგიებს როგორებიცაა:

კონტრა ტრეიდინგი

კუ (turtle) ტრეიდინგი

დიაპაზონური ტრეიდინგი

ახალი ამბებით ტრეიდინგი

ხელოვნური ინტელექტი

Last Updated on Wednesday, 07 July 2010 14:34
 

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.