Banner

რა არის ფორექსი

ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.

Read more...

 

 

ბროკერის არჩევა ფორექსზე

ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.

Read more...

 

 

უფრთხილდით ფორექს თაღლითებს

აშშ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია

 

U.S. Commodity Futures Trading Commission

 

ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ  23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.

მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ  დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.

Read more...

 

 

სავაჭრო სტრატეგიები

სავაჭრო სტრატეგიები

 

ამ სტატიაში იხილავთ:

დღის ტრეიდინგი

სკალპირება

ტრენდ მიმყოლი

 

Read more...

 

 

საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები

2010 წლის 1 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N26 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.25%–ით, მაქსიმალური 6.55%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.27%–ით განისაზღვრა.

Last Updated on Sunday, 04 July 2010 23:30
 
სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 1 ივლისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N26, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.19%–ით განისაზღვრა.

 
საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე

2010 წლის 30 ივნისის მდგომარეობით «PLATT”S EUROPEAN MARKETSCAN»-«FOB MED (ITALY)»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს:

ბენზინი (A-92) - 691.25 დოლარი/ტონაზე;

დიზელი (L-62) - 635.25 დოლარი/ტონაზე;

ნავთი - 665.75 დოლარი/ტონაზე;

მაზუთი - 437.50 დოლარი/ტონაზე.

 
| Print |

USD/JPY - წყვილი დღის განმავლობაში 17:00 საათის მდგომარეობით 89.45 და 89.21 შორის მერყეობს. ასეთი მცირე დიაპაზონი გამოწვეულია თრეიდერების უუნარობით მიიღონ მკვეთრი გადაწყვეტილება. წყვილმა უკვე ეცადა გაერღვია 89.21 მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ხაზი.

 

როგორც AceTrader იუწყრბა ჰორიზონტალური დონეები მდებარეობენ შემდეგ ნიშნულებზე:

აღმავალი ტრენდის პირობებიში წინააღმდეგობა მდებარეობს დონეებზე 89.51/89.78/89.98 ხოლო დაღმასვლის შემთხვევაში მხარდაჭერის დონეებია 89.21 / 88.95 / 88.60.

 

ამ ნიშნულების გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო გაბედული და აქტიური ვაჭრობა ვიხილოთ დოლარი იენთან მიმართებაში.

 

წყარო FXstreet.com

NASADQ-ის საშუალებით

forex.org.ge

Last Updated on Monday, 05 July 2010 01:27
 
| Print |

168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები 9.95% პროცენტში გაიყიდა


2010 წლის 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  3  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 20 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.950%–ით, განისაზღვრა

Last Updated on Wednesday, 23 June 2010 23:11
 
| Print |

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 6.25 პროცენტით განისაზღვრა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 125 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25 პროცენტით განისაზღვრა.

 

2010 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომასთან შედარებით გაიზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. არსებული პროგნოზებით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%–ს გადააჭარბოს.

Last Updated on Saturday, 03 July 2010 02:01
დაწვრილებით
 
სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 3 ივნისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N22, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 2 100 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.50%–ით, მაქსიმალური 7.00%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.88%–ით განისაზღვრა.

 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 2 of 39

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.