ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
2010 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 61.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.9 პროცენტით მეტია 2009 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (5.6 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით), უკრაინიდან (0.8 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა. 2010 წლის 15 მარტის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა 1,5 დოლარით და შეადგინა 76,24 დოლარი ბარელზე. ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140,73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 3 ივლისს. 2009 წლის შედეგებით ოპეკის "კალათის" ფასი ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა – 61,06 დოლარი/ბარელზე.
საუდის არაბეთი ნავთობის მიმდინარე ფასებით კმაყოფილია
საუდის არაბეთი კმაყოფილია ნავთობის ფასებით 70-80 დოლარის ფარგლებში ბარელზე და არ სურს ოპეკის პოლიტიკის შეცვლა ნავთობის კვოტების მიმართ ვენაში მიმდინარე წლის 17 მარტს დაგეგმილ ოპეკის მორიგ შეხვედრაზე, განაცხადა საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმმა.
2010 წლის 15 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,89 (-1,50) დოლარი ბარელზე;
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,80 (-1,44) დოლარი ბარელზე.
საფონდო ბირჟა
2010 წლის 15 მარტს გამართულ რიგით 29(1142) სესიაზე სავაჭროდ წარმოდგენილი იქნა 12 კომპანიის აქციები, რომელთაგან გარიგება დაიდო 2 ემიტენტის აქციაზე – საქართველოს ბანკი (GEB) და საქართველოს სახალხო ბანკი (BANK). გარიგებების საერთო რაოდენობა იყო 11, ჯამური მოცულობა - 203,393 ფ/ქ, ხოლო ჯამური ღირებულება - 13,512.32 ლარი.
ოპეკის "კალათის" ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა. 2010 წლის 12 მარტის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა 0,02 დოლარით და შეადგინა 77,74 დოლარი ბარელზე.
2010 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ალჟირის შემოსავალმა ნავთობის გაყიდვებიდან 8 მლრდ დოლარი შეადგინა
2010 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ალჟირის შემოსავალმა ნავთობის გაყიდვებიდან შეადგინა 8 მილიარდი დოლარი, რაც 30 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ განაცხადა ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა შაკიბ ხელილმა.