ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
2010 წლის 22 მარტს გამართულ რიგით 32(1145) სესიაზე სავაჭროდ წარმოდგენილი იქნა 12 კომპანიის აქციები, რომელთაგან გარიგება დაიდო 2 ემიტენტის აქციაზე – საქართველოს ბანკი (GEB) და საქართველოს სახალხო ბანკი (BANK). გარიგებების საერთო რაოდენობა იყო 7, ჯამური მოცულობა – 50,200ფ/ქ, ხოლო ჯამური ღირებულება – 5,119.01 ლარი.
2010 წლის 18 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81,48 (-0,48) დოლარი ბარელზე;
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82,20 (-0,73) დოლარი ბარელზე.
სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 18 მარტს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N11, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 2.90%–ით, მაქსიმალური 3.04%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.02%–ით განისაზღვრა.
საფონდო ბირჟა
2010 წლის 17 მარტს გამართულ რიგით 30(1143) სესიაზე სავაჭროდ წარმოდგენილი იქნა 12 კომპანიის აქციები, რომელთაგან გარიგება დაიდო 2 ემიტენტის აქციაზე – საქართველოს ბანკი (GEB) და საქართველოს სახალხო ბანკი (BANK). გარიგებების საერთო რაოდენობა იყო 8, ჯამური მოცულობა – 153,683ფ/ქ, ხოლო ჯამური ღირებულება – 6,249.93 ლარი.
2010 წლის 17 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 – დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს ეროვნული ბანკის 16 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგებისაქართველოს ეროვნული ბანკის 16 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგები
2010 წლის 16 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7254 შეადგინა.
ავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა
2010 წლის 16 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,02 (+1,13) დოლარი ბარელზე;
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81,70 (+1,90) დოლარი ბარელზე.