Banner

რა არის ფორექსი

ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.

Read more...

 

 

ბროკერის არჩევა ფორექსზე

ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.

Read more...

 

 

უფრთხილდით ფორექს თაღლითებს

აშშ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია

 

U.S. Commodity Futures Trading Commission

 

ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ  23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.

მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ  დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.

Read more...

 

 

სავაჭრო სტრატეგიები

სავაჭრო სტრატეგიები

 

ამ სტატიაში იხილავთ:

დღის ტრეიდინგი

სკალპირება

ტრენდ მიმყოლი

 

Read more...

 

 

საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის 30 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგები

2010 წლის 30 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 აშშ დოლარი,საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7493 შეადგინა.

 
ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა

ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა და მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო შვიდი სავაჭრო დღის განმავლობაში.   2010 წლის 29  მარტის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 0,97   დოლარით და ოფიციალურად  შეადგინა  77,77 დოლარი ბარელზე. 

დაწვრილებით
 
საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე

 

2010  წლის  29  მარტის მდგომარეობით  «PLATT”S EUROPEAN MARKETSCAN»-«FOB MED (ITALY)»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს:

ბენზინი (A-92) -   768,75 დოლარი/ტონაზე;
 
დიზელი (L-62) -  667,50   დოლარი/ტონაზე;

ნავთი -  704,75 დოლარი/ტონაზე;

მაზუთი -  470,75 დოლარი/ტონაზე.

 
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს მიაღწია

 

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით, ანუ 11.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 18.4 მლნ ლარით გაიზარდა.

დაწვრილებით
 
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

 

2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 36.0 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა და 8418.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1532.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.2 პროცენტია.

დაწვრილებით
 
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

 

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 მარტისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 1.2 პროცენტით ანუ 40.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.  თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების  ზრდას, შესაბამისად, 26.6 მლნ ლარით ანუ 2.1 პროცენტით და 13.7 მლნ ლარით 0.6 პროცენტით.

დაწვრილებით
 
იანვარ-თებერვლის თვეებში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის მოპოვება 8,5 პროცენტით გაიზარდა

2010 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის მოპოვება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 8,5 პროცენტით 7,971 მილიონ ტონამდე, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის განცხადებაში.

დაწვრილებით
 
« StartPrev12345678910NextEnd »

Page 7 of 39

LIVE კოტირება

-----  Dow Jones , -----  S&P 500 , -----  Nasdaq ,
Dow Jones 10,340.69 -107.24 (-1.03%)
S&P 500 1,091.84 -12.67 (-1.15%)
Nasdaq 2,208.89 -24.86 (-1.11%)
Powered by News4Trader.com

ვალუტის კურსი


Banner

Powered by C Copyright Market Activity Development Association.