ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
მ/წლის მარტის თვეში ”Sinopec”-მა დაგეგმილზე მეტი ოდენობის ნავთობი მოიპოვა
2010 წლის მარტის თვეში ჩინეთში სიდიდით მეორე ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა და პირველმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია ”Sinopec”-მა მოიპოვა 3,58 მილიონი ტონა ნავთობი ანუ 843 880 ბარელი დღეში. ეს რამდენადმე აღემატება კომპანიის მიერ აღნიშნულ თვეში დაგეგმილი მოპოვების მაჩვენებელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველომ დაიწყო არასამეწარმეო სექტორში 2010 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევა.
2010 წლის 8 აპრილს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.20%–ით, მაქსიმალური 4.82%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.17%–ით განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყაზახეთში გაემგზავრა
8 აპრილს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური ბაზრისა და ფინანსური ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ყაზახეთის მხრიდან ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე ელენა ბახმუტოვა.
2010 წლის 7 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასები შემცირდა. კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 85,59 (-0,56) დოლარი ბარელზე;
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 85,88 (-0,96) დოლარი ბარელზე.
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.