ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
EUR: საბერძნეთის ფინანსურმა პრობლემებმა ისევ ამოყო თავი, 45 მილიარდი ევროს გამოყოფის შემდეგ კვირის დასაწყისში. შედეგად ევრო ისევ გაუფასურდა.
ჩინეთმა მოუმატა საპროცენტო განაკვეტი იპოთეკურ სესხებზე უძრავი ქონების ბაზრის დამშვიდების მიზნით. მაღალი რისკის მგრძნობელობის მქონე ვალუტები გაუფასურდა დოლართან მიმართებაში ბოლო ორი დღეა, მათ შორის ევროც.
ევროს გაუფასურების რისკი ისევ ძალაში რჩება მოკლე ვადიან პერსპექტივაში.
ფინანსური კრიზისი: ბაზრის თუ ხელისუფლების ჩავარდნა?
15 აპრილს თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს პასკალ სალინი , Université Paris – Dauphine–ის ეკონომიკის საპატიო პროფესორი, მკვლევარი.
ლექციის თემა: "Financial Crises : Market Failure or Government Failure?"
სამუშაო ენა: ინგლისური
ლექცია ჩატარდება თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 18:30 საათზე.
ლექცია ტარდება ახალი ეკონომიკური სკოლისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით.
Last Updated on Wednesday, 14 April 2010 12:16
ეროვნული ბანკის მოწვევით თბილისს თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვევა
15–20 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით თბილისს თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვევა. ეს ლიდერმანის მეორე სამუშაო ვიზიტია და იგი კონსულტაციებს უწევს (მსოფლიო ბანკის დაფინანსებით) ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში. ლიდერმანი მონაწილეობას მიიღებს 15 აპრილის საერთაშორის კონფერენციაში, რომელიც შეეხება „ეკონომიკის მდგრადი დაკრედიტების საკითხებს“ და ტარდება ეროვნული ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით. ასევე ლიდერმანი მონაწილეობას მიიღებს 19-20 აპრილს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში (ვორქშოფი) საბანკო ზედამხედველობის თემაზე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპეციალისტებისათვის.
,,პარტნიორობა - გარემოს დაცვისათვის” აქტიურ ღონისძიებებს იწყებს
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა, ,,მწვანე ავტოკლუბმა” და ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგმა” გააფორმეს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ - ,,პარტნიორობა - გარემოს დაცვისათვის”, რომელიც უერთდება გაეროსა (UNO) და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ახალ ინიციატივას გავამწვანოთ ავტომობილი (MAKE CARS GREEN).
2010 წლის მარტის თვეში ჯეიჰანიდან მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირებულ იქნა 2,84 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობი
2010 წლის მარტის თვეში თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან ექსპორტირებულ იქნა მსოფლიო ბაზარზე 2,84 მლნ ტონა Azeri Light-ის მარკის აზერბაიჯანული ნავთობი, მოპოვებული ,,აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” ნავთობსაბადოს ბლოკზე კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებაში.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 12 აპრილის მდგომარეობით აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასმა შეადგინა 3,069 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 81,1 ცენტი/ლიტრზე). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 17,5 თვის განმავლობაში, კერძოდ 2008 წლის 3 ნოემბრის შემდეგ.