ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი შემცირდა
აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი შემცირდა და ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დადგა ბოლო 3 თვის განმავლობაში. 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,728 დოლარი/გალონზე (დაახლოებით72,1 ცენტი/ლიტრაზე). ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მ/წლის 1 მარტის შემდეგ.
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 36 $ მლნ. შემცირდა
წყარო: www.geostat.ge
2010 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1,87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 466 მლნ. აშშ დოლარი იყო (შესაბამისად 51 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1,404 მილიარდი აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-აპრილში 938 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შესაბამისად 4 პროცენტით ნაკლები).
ადგილობრივი არჩევნები 2010 წ., თბილისი: წინასწარი გამოკითხვის შედეგები
გამოკითხვა ჩატარდა Edison Research-ის მიერ 2010 წლის 30 მაისს. გამოკითხვა ჩატარდა თბილისის 72 საარჩევნო უბანში. გამოკითხულია 12951 ამომრჩეველი. გამოკითხვისათვის შერჩეულ ამომრჩეველთა 49% უპასუხა დასმულ კითხვებს.
კვლევა ჩატარდა ტელეკომპანიებისათვის რუსთავი 2 და იმედი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.
2010 წლის აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში ეს მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.
საქართველო მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა
2010 წლის 17 მაისიდან საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა. ამიერიდან ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები რეგულარულად გამოქვეყნდება ეროვნულ მონაცემთა ერთიან გვერდზე (http://www.nbg.ge/index.php?m=481&lng=eng).
დღეს საკრედიტო სააგენტომ S&P-იმ დასწია ესპანეთის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი AA+ იადან AA მდე. შედეგად FOREX ბაზარზე ევრო დაეცა 1.3142 დოლარის მაჩვენებელზე 1 ევროს სანაცვლოდ.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ინვესტორებს განუცხადა, რომ „ისინი პერანგის ამარა დარჩებიან“ თუ განაგრძნობენ საბერძნეთის წინააღმდეგ ფსონების დადებას
როგორც წინა კვირა ასევე მომავალი კვირაც მნიშვნელოვნად დაეთმობა საბერძნეთს და მის უნარს გადაიხადოს ვალები.
25 აპრილს საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა პაპაკონსტანტინოუმ ინვესტორებს განუცხადა, რომ „ისინი პერანგის ამარა დარჩებიან“ თუ განაგრძნობენ საბერძნეთის წინააღმდეგ ფსონების დადებას, რადგან მისი მთავრობა უკვე ელოდება ფინანსური დახმარების პაკეტს.
ვაშინგტონში ყოფნისას მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს IMF-თან და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებთან. მან განაცხადა რომ შეთანხმება მოლოდინზე უფრო მალე შეიძლება შედგეს და მის ქვეყანას არ დაჭირდება ვალის რესტრუქტურიზება.