ფორექსი არის საერთაშორისო ელექტრონული სავალუტო ბაზარი, რომელიც მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ამ ბაზარზე მიმდინარეობს ვალუტის ყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც ყიდვა უნდა) და გაყიდვა (მათი მხრიდან, ვისაც გაყიდვა უნდა). ამ მყიდველებს და გამყიდველებს შორის, შესაძლებელია ვიყოთ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებიც. ადრე აქ ჩვენ არავინ მიგვიშვებდა, თუ გარიგების თანხა ძალიან დიდ რიცხვს არ აჭარბებდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში ერთი საფინანსო ორდანიზაცია მეორე ორგანიზაციასთან აფორმებს გარიგებას 10 მილიონ დოლარზე, და ამ დროს ვეჩრებით ჩვენ და მყიდველ მხარეს ვეუბნებით – ბიძია, ჩემი ათი დოლარიც იყიდეთ, რა! როგორც მნიმუმ, ჩლიქის ამორტყმა არ აგვცდებოდა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, სხვადასხვა სადილინგო კომპანიებმა შექმნეს იმის პირობა, რომ ჩვენი მცირე თანხა ბაზარზე მოხვდეს როგორც დიდი თანხა. აბსურდია, იტყვით ალბათ თქვენ, ვინ მცემს ამხელა პატივს, რომ ჩემი 1000 დოლარი ბაზარზე 100 000 –ად შევიდეს. ძალიან ბევრი, მეტიც, უზარმაზარი კონკურენციაა სადილინგო კომპანიებს შორის, თუ ვინ დაგეხმარებათ ამ საქმეში. რატომ, იმიტომ, რომ ნახონ სარგებელი ამ სერვისისთვის, თითოეული ოპერაციისთვის, თქვენგან გარკვეული საკომისიოს აღების სახით. ანუ, სადილინგო კომპანიები გვთავაზობენ ჩვენ კოეფიციენტს ე. წ. “მხარს”, რომელზეც გამრავლდება ჩვენი თანხა, რათა ბაზრისთვის თანხის მოცულობა მისაღები იყოს.
ფორექსზე მუშაობის პროცესში, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საბროკერო კომპანიის სწორად არჩევა. ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი მოკრძალებული სახსრები და შემგდომში ჩვენს მიერ მოგებული დიდი თანხები:). მოგება დიდი იქნება თუ პატარა, რომელიღაც მომენტში ყველა ტრეიდერი გეგმავს მის უკან გამოტანას ბროკერისგან.
ბოლო დროს კომისიამ 80 საქმე აწარმოა აშშ-ს ფედერალურ სასამართლოში ასობით კომპანიის, მათი თანამშრომლების და მფლობელის წინააღმდეგ, რომლებიც მხილებული იქნენ 23,000 მომხმარებლის თაღლითური გზით მოტყუებაში, რომლებმაც 300 მილიონამდე აშშ დოლარი დაკარგეს.
მხილებული დამნაშავეები ამჟამად სასჯელს იხდიან ციხეში. სამწუხაროდ დაზარალებულ ინვესტორებს თანხა არ აუნაზღაურდათ.
EUR/USD - ამჟამად 1.2973.გუშინ ევროს აღმასვლამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე 1.2955 ნათლად გვიჩვენა, რომ 2010 წლის ყველაზე დაბალი კურსიდან 1.1876 ევროს ასეთი სწარფი გამყარება სულ მალე უნდა მიუახლოვდეს 1.3000 ”ფსიქოლოგიურ ბარიერს”, თუმცა ტექნიკური ანალიზი გვიჩვენებს გადაიყიდვისა და წინააღმდეგობის ახალ დონეებს და სავარაუდოთ 1.3095 მაჩვენებელი ხელშეუხებელი დარჩება.
ხოლო რაც შეეხება დაღმასვლას, მხოლოდ 1.2778 დაგვიდასტურებს დროებითი მწვერვალის ფორმირებას რის შედეგადაც უნდა ველოდოთ კორექციას 1.2708 მაჩვენებლამდე.
EUR/USD – ამჟამად 1.2582. წყვილი მიუახლოვდა 1.2723 კურსს წინა კვირას და შემდეგ ძლიერად დაეცა ევროპული ბანკების რეფინანსირებასთან დაკავშურებული პრობლემის გამო. კორექციულმა აღმასვლამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი 1.1876 მაჩვენებლიდან დროებით პიკს უკვე მიაღქია. მორიგი კონსოლიდაცია დაღმასვლისკენ 1.2500/04 დონემდე შესაძლებელია, ასევე არ არის გამორიცხული 1.2479 მხარდაჭერის ამ მაჩვენებლამდეც დაეცეს ევრო, თუმცა ამ მაჩვენებლის ძლიერი გარღვევა იქნება საჭირო იმისათვის რომ ხარგრძლივი დაღმასვლა დადასტურდეს.
ხოლო რაც შეეხება აღმასვლას, ევროს გამყარება შესაძლოა გაგრძელდეს 1.2650 მაჩვენებლის გარღვევის შედეგად, თუმცა 1.2723 დონე ხელშეუხებელი დარჩება.
EUR/USD - 1.2575მიუხედავათ გუშინდელი აღმასვლისა 1.2663 მაჩვენებელზე, მიმდინარე დაღმასვლა 1.2575 დონეზე ტრეიდერების მიერ მოგების აღების მცდელობაა რაც კიდევ უფრო ამყარებს 1.2510/18 დონეზე დაღმასვლის ალბათობას. ამ დონის გარღვევის შედეგად დადასტურდება უფრო ძლიერი კორექცია რის შედეგადაც უნდა ველოდოთ 1.2479 მაჩვენებლამდე დაღმასვლას.
რაც შეეხება აღმასვლის პერსპექტივას 1.2637 დონის გარღვევაა სასაჭირო იმისათვის რომ კორექცია ჩაითვალოს დასრულებულად რის შედეგადაც უნდა ველოდოთ უფრო ძლიერ ცვალებად აღმასვლას 1.2663 და შემდეგ 1.2700/10 მაჩვენებელზე.
USD/CHF - სავალუტო წყვილი, როგორც დღიურ ჩარტზე ჩანს განიცდის მკვეტრ ვარდნას უკვე წინა კვირის დასაწყისიდან და მიაღწია მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონეს, რომელიც 1,0650 მაჩვენებელზე მდებარეობდა. სწორედ ამ მაჩვენებლის გარღვევის შემდეგ ხუთშაბათს 1 ივლის წყვილმა განაგძო (დოლარმა ვარდნა ხოლო ფრანკმა გამყარება) დათვისებრი დაღმასვლა, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დაიწყო და 1,0650 მხარდაჭერის დონესაც გასცდა. მიმდინარე დათვისებრი ტენდენციიდან ნათლად ჩანს, რომ მხარდაჭერის მომდევნო დონეა 1,0500.
ფორექსზე ეფექტური ვაჭრობის სწავლა იგივეა რაც დაეუფლოთ სხვა მნიშვნელოვან უნარჩვევას. მისი სრულყოფილი შესწავლა მოითხოვს ბევრ ვარჯიშს, გამოცდილებასა და ცოდნას. პრაქტიკული ვარჯიშისა და გამოცდილების ასპექტი მთლიანად დამოკიდებულია თითოეული ტრეიდერის მისწრაფებაზე თავდაუზოგავად იშრომოს და შეისწავლოს ფინანსური ბაზრები.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 1 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N26 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.25%–ით, მაქსიმალური 6.55%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.27%–ით განისაზღვრა.
Last Updated on Sunday, 04 July 2010 23:30
სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 1 ივლისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N26, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.19%–ით განისაზღვრა.